2021 წლის 8-9 ივნისს საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით ჩატარდება ორნაწილიანი ონლაინვორკშოპი „პრეზენტაციის ჩატარების ხელოვნება“. ღონისძიებას, რომელიც დაიგეგმა ინოვაციური განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, გაუძღვება პროფ. ეკატერინე შავერდაშვილი.
სამუშაო შეხვედრის მიზანია მონაწილეებს გააცნოს პრეზენტაციის მომზადების მნიშვნელოვანი ასპექტები; მისი ჩატარებისათვის საჭირო მეთოდები, ხერხები და ეფექტური ტექნოლოგიები; პრეზენტატორის პიროვნული და სოციალური კომპეტენციები და ა.შ. (I ნაწილი).
ვორკშოპზე ასევე განხილული იქნება კონკრეტულ პრეზენტაციებზე დაშვებული შეცდომები და მათ თავიდან ასაცილებლად საჭირო რჩევები (II ნაწილი).
შედეგად მონაწილეები შეიძენენ ცოდნას პრეზენტაციისათვის და შეძლებენ ნებისმიერი აუდიტორიის წინაშე (მათ შორის ონლაინ) სხვადასხვა სახის პრეზენტაციის წარმატებულად მოწყობას.
თითო სესია დაიყოფა სამ მონაკვეთად. პირველი ორის ხანგრძლივობა იქნება 90 წთ., ხოლო ბოლოსი – 45 წთ. მონაკვეთებს შორის დაგეგმილია შესვენებები.
დრო: 8-9ივნისი, 10-15 სთ. ვორკშოპის ორგანიზატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა
ვორკშოპის ხელმძღვანელი: ეკატერინე შავერდაშვილი, პროფესორი განათლების მეცნიერებებში
მონაწილეთა რაოდენობა: 15
რეგისტრაცია შესაძლებელია დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დარეგისტრირდეთ აქ.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 4 ივნისი, 18:00