მიმდინარე პროექტები

Erasmus+ Programme of the European Union

პროექტში ESTA-Educating Science Teachers for All მონაწილეობა:

პროექტის მიზანია საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა საერთაშორისო ქსელის შექმნა გამოცდილების გაზიარებისა და დარგობრივი დისკუსიების გამართვის მიზნით.
ESTA-ს ამოცანას წარმოადგენს, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე მეთოდის CLIL სასწავლო პროცესში დანერგვა და მისი განვითარება ენისა და საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებული სწავლების მიმართულებით.

გერმანიის, ირლანდიის, ფილიპინების, ბოსნია ჰერცოგოვინას უნივერსიტეტებთან ერთად პროექტში ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (SaLIS-ისა და ინოვაციური განათლების კვლევითი ცეტრები) და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (განათლების მიმართულება).

(დეტალურად იხ.: https://www.facebook.com/estaprojecteu/; https://www.facebook.com/groups/764030350800443/)

Pädagogische Hochschule Ludwigsburg. 02.2020

 

საერთაშორისო პროექტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, იენის უნივერსიტეტისა და გოეთეს ინსტიტუტის გერმანული ენის მასწავლებლის მოსამზადებელი საერთაშორისო პროგრამა.

პროექტის განმხორციელებლები: იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი; გოეთეს ინსტიტუტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროგრამის შინაარსი:

  • ენის სწავლების თეორიული ასპექტები გერმანული ენის სწავლებისათვის მნიშვნელოვან 6 სხვადასხვა თემაზე მოდულების სახით;
  • სასკოლო პრაქტიკა და პრაქტიკაზე ორიენტირებული კვლევა;
  • წერილობით ნაშრომი.

სწავლების ფორმატი: Blended Learning

შედეგი:          სამივე პარტნიორის მიერ დამოწმებული უმაღლესი სკოლის საერთაშორისო სერტიფიკატი

(დეტალურად იხ.: https://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/axali-ambebi-36/germanuli-enis-maswavleblis-momzadebis-ertwliani-saganmanatleblo-saertashoriso-programa.page;

⭕️ 17 აპრილს ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, გოეთეს ინსტიტუტსა და იენის უნივერსიტეტს…

Posted by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni on ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2019

 

სასწავლო პროექტები, საზაფხულო სკოლა და სხვა

  • ქართველ სტუდენტთა მონაწილეობა ინსბრუკის საზაფხულო სკოლაში თემაზე „გერმანული ენა და ავსტრიული კულტურა“ (ინსბრუკსა და თბილისს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში). პროექტი ხორციელდება 2016 წლიდან და მასში ყოველწლიურად მონაწილეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 7 სტუდენტი;
  • ერთობლივი პროექტები ადგილობრივი, საერთაშორისო, არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციებთან.

 

ცენტრი თანამშრომლობს, ასევე, პროექტებში:

  • გოეთეს ინსტიტუტთან (https://www.goethe.de/ins/ge/de/index.html)
  • პროფესიონალთა საერთაშორისო ასოციაცია TESOL-ის საქართველოს ფილიალთან, რომელიც ინგლისური ენის სწავლების ხარისხის, პროფესიული განვითარების, კვლევის, სტანდარტებისა და ადვოკატირების განვითარებას უწყობს ხელს (https://www.tesol.org/).
  • საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციასთან, რომელიც ხელს უწყობს ლიბერალური საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას, დეცენტრალიზაციასა და სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობას(http://efd.ganatldi.ge/?page_id=25)
  • ავსტრიულ ბიბლიოთეკასთან (http://iliauni.edu.ge/ge/iliauni/AcademicDepartments/mecnierebata-da-xelovnebis-fakulteti-269/centrebi-588/avstriuli-kulturis-centri/avstriuli-biblioteka)