ჩვენ შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი შეიქმნა 2019 წელს.

საუნივერსიტეტო, ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების მხარდაჭერით ცენტრი ახორციელებს  საგანმანათლებლო კვლევებს, ატარებს სამუშაო შეხვედრებს და კონფერენციებს, ქმნის საგანმანათლებლო პუბლიკაციებსა და პროგრამებს.

ცენტრი მუშაობს სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურებზე შემდეგი მიმართულებით:

  • სწავლა-სწავლების პროცესში კონკრეტული მიმართულებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირება დიდაქტიკური კვლევების საფუძველზე;
  • სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშემწყობი აქტივობების, მათი განხორციელების სტრატეგიებისა და მეთოდების შემუშავება ფორმალური და არაფორმალური განათლების საჭიროებების კვლევის შედეგების საფუძველზე;
  • საგანმანათლებლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ინტეგრირება 21-ე საუკუნის განათლების მიზნებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე.