ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ მოტივირებულ სტუდენტებს ავსტრიის, საბერძნეთის, საქართველოსა და სომხეთის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტში ღირებულებით განათლებაზე.
10–დან 14 მაისამდე შეგიძლიათ,
- დაესწროთ 3-დღიან სტუდენტურ სამიტს კავკასიის უნივერსიტეტში;
- მიიღოთ მონაწილეობა ვორქშოფებში სამშვიდობო და ინტერკულტურული დიალოგის საკითხებზე;
- იმუშაოთ ერთობლივ სათემო პროექტებზე სომეხ და ქართველ თანატოლებთან ერთად;
- მიიღოთ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელi საერთაშორისო სერტიფიკატი.
დარეგისტრირდით, თუ
- ხართ დაწყებითი სკოლის მასწავლებლის ინტეგრირებული პროგრამის II ან III კურსის, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საფეხურის I კურსის, ან მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები;
- ფლობთ ინგლისურ ენას (B2-C2);
- გაინტერესებთ ღირებულებითი განათლება, სოციალური საკითხები და სამოქალაქო აქტივიზმი;
- გაქვთ მზაობა პროექტის ყველა აქტივობაში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის.
ღონისძიების სამუშაო ენა: ინგლისური.
აპლიკაციის შესავსებად გადადით ბმულზე და დარეგისტრირდით 10 აპრილამდე:
https://docs.google.com/forms/d/1JUCcy56MqKJnMQSs9HC-SeTzSQr8TDYf8aCU1GEkvlE/edit
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ელ: ფოსტაზე:
tamari.mosiashvili.1@iliauni.edu.ge



