განხორციელებული აქტივობები

2025

27.02.2025:

გაიმართა ვებინარი თემაზე: „ზრდილობის ფორმები სხვადასხვა კულტურაში: გერმანული და ქართული ენობრივი სივრცეების მაგალითზე“ (Höflichkeit im Kulturvergleich: Der deutsche und der georgische Sprachraum im Fokus). ცენტრის მოწვევით ვებინარი ჩაატარა ფრაიბურგის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორმა ჰელგა კოტჰოფმა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პედაგოგებმა და სტუდენტებმა.

12-18.02.2025

კვლევითი პროექტის „ჭარბგანათლება და შრომის ბაზრის შეუსაბამობა საქართველოში: გამოწვევები და მათი დაძლევის გზები“ (გრანტი #FR-23-20196) — ფარგლებში, მკვლევართა ჯგუფი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის განათლების ფონდში (ETF) იტალიის ქალაქ ტურინში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ფონდის თანამშრომლებთან და სხვადასხვა პროექტის სამუშაო ჯგუფებთან. მხარეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობის საკითხები და სამომავლო კვლევითი გეგმები. შეხვედრებისას პროექტის მკვლევრებმა გაიზიარეს ETF-ის ექსპერტთა გამოცდილება და მიიღეს კვალიფიციური რეკომენდაციები კვლევის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული კუთხით გაუმჯობესების მიზნით.

3.05.2025

პროექტის „გერმანული ენის დღე დიდებისა და პატარებისთვის“ ფარგლებში, ახალციხის უნივერსიტეტში ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის საინტერესო აქტივობები გაიმართა. პროგრამა მოიცავდა ვორქშოპებსა დასემინარებს პედაგოგებისთვის, ასევე საინფორმაციო შეხვედრებს გერმანული ენითა და კულტურით დაინტერესებული პირებისთვის.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ გერმანიის საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, DVG, DAAD, ZfA და ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი. ამ უკანასკნელმა პედაგოგებისთვის ჩაატარა ვორქშოფი თემაზე: „კარგი გაკვეთილი — მასწავლებლის პროფესიული განვითარება სამოქმედო კვლევის (Action Research) საშუალებით“.

9.06.2025

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, გოეთეს ინსტიტუტისა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტისმასწავლებლის მომზადების ერთობლივი DLL (Deutsch Lehren Lernen) პროგრამის კურსდამთავრებულებს 9 ივნისს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში გადაეცათ სერტიფიკატები და სიგელები. DLL პროგრამის საუკეთესო კურსდამთავრებულს გოეთეს ინსტიტუტისგან გადაეცა სტიპენდია. ის გაემგზავრება ერთთვიან მასწავლებელთა საკვალიფიკაციო სემინარზე გერმანიაში.

15-19.05.2025

გაიმართა პროექტის PROVE კონსორციუმის შეხვედრა და ვორკშოფი. კონსორციუმის შეხვედრაზე პარტნიორებმა განიხილეს პროექტის მომდევნო ეტაპები და სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებშითანამშრომლობის გაღრმავების გზები. პროექტის მთავარი აქცენტები გაკეთდა კონსორციუმის მუშაობის ძირითად მიზანზე სამხრეთ კავკასიის უმაღლეს სასწავლებლებში და VaKE (Values and Knowledge Education) მეთოდოლოგიის დანერგვაზე. დაიგეგმა, ასევე, მომავალი და მოქმედი მასწავლებლებისთვის განკუთვნილი კურსებისა და მოდულების შემუშავება; სასკოლო პრაქტიკისა და საზოგადოებრივი ინიციატივების ინტეგრირება VaKE მოდელში და მხარდაჭერისა და ზედამხედველობის მექანიზმების („კრიტიკული მეგობრები“) შექმნა.

სასწავლო ვორკშოფზე კოლეგებმა ერთანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ღრებულებითიგანათლებისა და VaKE მოდელის დანერგვაზე. ვორკშოპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხსწარმოადგენდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცდილება 2017 წლიდან უკვე დანერგილ ამმოდელზე მასწავლებლის მომზადების პროგრამებში.

27.07-2.08.2025

„გაბედე მრავალფეროვნება – გერმანულთან ერთად“ – ამ დევიზით ჩატარდა გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო კონგრესი 2025 (IDT) გერმანიის ქალაქ ლიუბეკში. კონფერენციისათვის მომზადდა სპეციალური კრებული, რომელშიც დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით„Deutsch an georgischen Universitäten. Diskussion der These E der Wiener Thesen“. სტატია მომზადდა ცენტრში პროფესორ ეკატერინე შავერდაშვილი მიერ.

27.10.-2.11.2025

პროექტ ერაზმუსის ფარგლებში ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტში მაგისტრებთან ლექციების კურსი წაიკითხა პროფ. ეკატერინე შავერდაშვილმა თემებზე: 1) ენების პოლიტიკა და გერმანულის როლისაქართველოში გუშინ და დღეს; 2) ლიტერატურული ტექსტის როლი გერმანული ენის სწავლებაში ისტორიულჭრილში. ემპირიული კვლევის შედეგები.

7-14.202

ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის პროფესორებმა ეკატერინე შავერდაშვილმა და თინათინ კიღურაძემ იენის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტისას ცენტრში განხორციელებული კვლევითი პროექტების შესახებ წარადგინეს მოხსენებები:

  • განათლებისა და საგანმანათლებლო კვლევების ცენტრში: „განათლება მდგრადი განვითარებისათვის, როგორც მასწავლებელთა განათლების გამოწვევა“ (https://www.uni-jena.de/…/vortrag-bildung-fuer…)
  • ინტერკულტურული კვლევების ინსტიტუტის 50 წლის იუბილეზე ლექციათა ციკლში (Ringvorlesungen): „მასწავლებლის მომზადება საქართველოში და გერმანული ენის მასწავლებლის მომზადებისსაერთაშორისო პროგრამა DLL“ (https://www.gw.uni-jena.de/…/plakat-ringvorlesung-50…).

7-9.08.2025

ერაზმუს პროექტის PROVE (Professionalizing Value Education) ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგები წარდგენილ იქნა ორ კონფერენციაზე. ავსტრიელ, ბერძენ და სომეხ კოლეგებთან ერთად კვლევაში აქტიურად მონაწილეობდნენ ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის მკვლევრები ეკატერინე შავერდაშვილი, თამარ მოსიაშვილი, დავით მალაზონია და მაგდა გოგრიჭიანი. აგვისტოში ტამპერეს (ფინეთი) კონფერენციაზე (51st Assotiation for Moral Education Conference) წარდგენილ იქნა მოხსენება სახელწოდებით Needs for constructivist values education in three South Caucasus countries (კონსტრუქტივისტული ღირებულებითი განათლების საჭიროებები სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში), ხოლო 15-იანვარში (2026) მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში (LMU München) მორალური განათლების მკვლევართა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენება სახელწოდებით Werterziehung in Krisengebieten: Vorstellungen von Hochschul-Lehrkräften im Südkaukasus (ღირებულებითი განათლება კრიზისულ რეგიონებში: სამხრეთ კავკასიის უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგთა შეხედულებები).

5.11.2025

ცენტრის ინიციატივით გაიმართა პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ნუნუ ცხოვრებაძის გერმანული ენის გრამატიკის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანული ენისპედაგოგები, სტუდენტები და დარგით დაინტერესებული პირები.

2025 წელს,

ავსტრიის განათლების სამინისტროს (BMB) დავალებითა და OeAD-ის ორგანიზებით მოქმედი პროგრამის — „Kultur und Sprache“ — ფარგლებში გამართულ შემდეგ ონლაინ-ვებინარებსა და ვორქშოპებში, რომელთა თანაორგანიზატორიც ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრიც იყო, 47 პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა:

  • Webinar: Was ist ein Vehler? Anregungen für einen sinnvollen Umgang mit Fehlern im Sprachunterricht (Barbara Békési);
  • Webinar: Heute schon gejandelt? Texte von Ernst Jandl im DaF-Unterricht (Hannes Schweiger);
  • Webinar: Erinnerungskultur(en) und Orte des Erinnerns im DaF-Unterricht (Lisa Horak);
  • Workshop: Lernenden-Aktivierung mit Spaß und Erfolg (Mag. Lukas Mayrhofer);
  • Workshop: Förderung der Fertigkeit Lesen im DaF-Unterricht (Jürgen Ehrenmüller).

2024

23.03.2024:
23 მარტს ჩატარდა ვორკშოპი თემაზე “ხელოვნური ინტელექტი გერმანული ენის სწავლებაში”.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია საქართველოში, ავსტრიული ბიბლიოთეკა და ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გერმანული ენის 55 მასწავლებელმა როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი სკოლის საფეხურიდან.
ვორკშოპი, რომელსაც უძღვებოდა DAAD-ს ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში Anika Freese, სასიამოვნო და საქმიან გარემოში ჩატარდა.

12.03.2024:

პროექტის სასწავლო პროცესის რეფორმა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა საქართველოში 1960-1989 წლებში (

Krisenbewältigung ohne Krisen in sozialistischen Bildungssystemen: Reformierung des Unterrichts in der DDR und in Georgien zwischen 1960 und 1989) ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოდგენილი იქნა 2024 წლის 13 მარტს DGFE კონგრესზე სექციაზე “‚Außerordentliche Ereignisse‘, keine Krisen. Zur Geschichte sozialistischer Bildung (ca. 1960-2000)”/„უჩვეულო მოვლენები“ და არა კრიზისები. სოციალისტური განათლების ისტორიის შესახებ” (დაახ. 1960-2000 წწ.). კვლევის შედეგები გამოქვეყნდება.

2021-2023 წლებში ჩატარებული ვებინარები მასწავლებლებისთვის ავსტრიის განათლების სამინისტროს პროგრამის “კულტურა და ენა” ფარგლებში.

2023

2023 წლის 22 – 26 აგვისტოს სწავლისა და სწავლების კვლევის მე-20 ორწლიან EARLI კონფერენციას მასპინძლობდა თესალონიკის არისტოტელესა და მაკედონიის უნივერსიტეტები საბერძნეთში.

ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრიდან კონფერენციაზე წარდგენილი იქნა კვლევის შედეგები თემაზე: VaKE-მოდელის გამოყენება უმაღლეს განათლებაში საქართველოში: გამოცდილება და გამოწვევები (Using VaKE in higher education in Georgia: Experiences and challenges).

კვლევაში ჩართული იყვნენ ცენტრის მკვლევრები: ეკატერინე შავერდაშვილი, თამარ მოსიაშვილი და მაგდა გოგრიჭიანი.

მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.

2020/2021 წლის გაზაფხულის სემესტრი

16.06.2021:

ჩატარდა ვებინარი თემაზე: ტექნოლოგიების გავლენა განათლების მომავალზე.

ვებინარს წარუძღვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცერექტორი, პროფესორი კომპიუტერული ნჟინერიაში ნანა დიხამინჯია.

ვებინარის მთავარ თემას წარმოადგენდა ტექნოლოგიების გავლენა საგანმანათლებლო სივრცეზე, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია მონაწილეებში. განხილულ იქნა, ასევე, ის უახლესიტექნოლოგიები, რომლებიც უკვე ინერგება განათლების სფეროში და მათ მიერ გამოწვეული მომავალიცვლილებები

ვებინარში მონაწილეობდა 41 მონაწილე.

შეხვედრა ჩატარდა zoom-ის პლატფორმაზე.

 

25.05.2021:

გაიმართა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (სამოქალაქოგანათლების მიმართულებით) კურსდამთავრებულთა და ამჟამინდელ სტუდენტთა შეხვედრა თემაზე მასწავლებლობის სიხარული და პრობლემები სკოლაში“. 

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მრავალი საკითხი, რომელიც უკავშირდება დამწყები და მოქმედიმასწავლებლების სამუშაო პროცესს და სასწავლო პროცესის გამოწვევებს.

შეხვედრას უძღვებოდნენ პროგრამის კურსდამთავრებულები: მაკო ქაფიანიძე, ნინო დათაშვილი დაგიორგი დუდუჩავა.

შეხვედრამრომელიც სასიამოვნო და საქმიან გარემოში ჩატარდადიდი ინტერესი გამოიწვიამონაწილეებში. დაიგეგმა ამ მიმართულებით შეხვედრების ციკლი.

შეხვედრას დაესწრო 40 სტუდენტი და მასწავლებელი.

შეხვედრა ჩატარდა zoom-ის პლატფორმაზე.

 

28.04. – 26.05.2021:

ჩატარდა შეხვედრების ციკლი ქართულის, როგორც მეორე ენის იმ პედაგოგებთან, რომლებიც ხელმძღვანელობენ (ან მომავალში გეგმავენ) სტუდენტებს სკოლაში პრაქტიკის გავლის დროს.

შეხვედრებზე განიხილა

  • ენების სწავლების ინოვაციური მეთოდები და ამ მეთოდების ის თეორიული საფუძვლები, რომლებსაც ეყრდნობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამა;
  • პრობლემები, რომლებსაც სტუდენტები აწყდებიან თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანისას და რომლებიც დღემდე ამ მეთოდიკით მუშაობის ძირითად გამოწვევას წარმოადგენს.

სამუშაო შეხვედრები გაიმართა შემდეგ თემებზე:
28.04.2021:
o მეორე ენის სწავლების მეთოდები. ზოგადი მიმოხილვა.
o მოსმენისა და კითხვის უნარ-ჩვევებზე მუშაობა;
05.05.2021:
o წერისა და ლაპარაკის უნარ-ჩვევებზე მუშაობა;
19.05.2021:
o ლექსიკისა და გრამატიკის სწავლება.
26.05.2021:
o კულტურათშორისი დიალოგი.

თითოეული შეხვედრა მოიცავდა 3 აკადემიურ საათს (16-18,30 სთ.)
შეხვედრებს წარუძღვნენ თინათინ კიღურაძე და ეკატერინე შავერდაშვილი.

 

13.03. და 20.03.2021:

ჩატარდა ონლაინ სემინარი თემაზეღირებულებითი განათლება გერმანული ენის გაკვეთილზე“.

სემინარზე წარმოდგენილი იყო ღირებულებითი განათლების ავსტრიული მოდელი VaKE (Values and Knowledge Education), რომლის სასწავლო პროცესში გამოყენება შესაძლებელს ხდის მოსწავლეებში საგნის ცოდნის მიღებასთან ერთად ღირებულებების განვითარებას.

სემინარს ხემძღვანელობდნენ მაგდა გოგრიჭიანი, ეკატერინე შავერდაშვილი და მოდელის ავტორი ჟანლუკ პატრი.

სემინარი ჩატარდა ონლაინ ფორმატში და მოიცავდა როგორც საკონტაქტო საათებს (2X6 აკად. სთ), ასევე დამოუკიდებელ სამუშაოს ერთი კვირის განმავლობაში.

სემინარმა, რომელიც სასიამოვნო და საქმიან გარემოში ჩატარდა, დიდი ინტერესი გამოიწვია მონაწილეებში.

სემინარს დაესწრო 38 მასწავლებელი.

სემინარის მასალა განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე რუბრიკაშირესურსები“.

 

28.01.2021:

გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზესოციალური სამსახური და სკოლა“.

შეხვედრას უძღვებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული სოფო ბაჩილავა და ამჟამინდელი სტუდენტები სოფიკო ღვთისიაშვილი და რუსუდან მუშკუდიანი. მომხსენებლებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ბაკალავრიატის საფეხურის მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტებს და ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური სამსახურისა და სკოლის თანამშრომლობა საზოგადოების განვითარებისთვის. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა ამგვარი თანამშრომლობის საინტერესო საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრას მოდერაციას უწევდა ცენტრის პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი.

 

 

2020/2021 წლის შემოდგომის სემესტრი

21.12.2020:

ჩატარდა ონლაინ სემინარი თემაზეხარისხიანი ადრეული განათლება“.

სემინარზე მომხსენებლებმა ისაუბრეს ადრეულ ბავშვობაში განვითარების სენსიტიურ და კრიტიკულ პერიოდზე, ამ პროცესებში ოჯახის, მშობლებისა და საბავშვო ბაღის როლსა და, ზოგადად, ხარისხიან ადრეულ განათლებაზე.

სემინარზე განხილულ იქნა, აგრეთვე, ხარისხიანი ადრეული განათლების ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპები, როგორებიცაა ჰოლისტური და ბავშვზე ცენტრირებული მიდგომა.

სემინარს დაესწრო 200- ზე მეტი ადამიანი, მათ შორის: მშობლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და ადრეული განათლების საკითხებით დაინტერესებული სხვა პირები.

შეხვედრის პრეზენტაცია იხ. რუბრიკაში: რესურსები“.

 

11.12.2020:

ჩატარდა ონლაინ სემინარი თემაზეცოდნა და ღირებულებითი განათლება (VaKE)”.

ემინარზე წარმოდგენილი იყო: ღირებულებითი განათლების კოლბერგისეული მოდელი, მისი კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და VaKE მოდელის დანერგვის შესაძლებლობები.

სემინარში მონაწილეობდა 24 პედაგოგი.

ღირებულებითი განათლების შესახებ ქართულ ენაზე გამოცემული მასალა იხ. რუბრიკაშირესურსები“.

 

4.12.2020:

გაიმართა საინფორმაციო შეხვედრაახალი სკოლის მოდელისშესახებ.
შეხვედრაში პრეზენტაცია გააკეთეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა ანი მეხუზლამ, ხათუნა ხოზრევანიძემ, ირმა ბოლქვაძემ და კურსდამთავრებულმა ნათია მახარაძემ, რომლებიც ჩართული არიანახალი სკოლისმოდელში.

შეხვედრას მოდერაცია უწევდა ცენტრის პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი.
შეხვედრა გაიმართა განათლების მიმართულების ბაკალავრებისთვის და საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის.

 

28.11.2020:

ჩატარდა საინფორმაციო კონსულტაცია  ონლაინ სწავლების მეთოდიკის შესახებ.

 კონსულტაციას უძღვებოდნენ ეკატერინე შავერდაშვილი და ანა მშვილდაძე. კონსულტაციაში მონაწილეობდა 54 პედაგოგი.

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ონლაინ სწავლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ტრადიციულ სწავლებასა და ელექტრონულ სწავლებას შორის განხვავება; დავალების ტიპები ონლაინ სწავლების დროს; ონლაინ გაკვეთილის დაგეგმვისა და წარმართვის პრინციპები; ონლაინ ფორმატში ინტერაქციისა და თანამშრომლობის ფორმები; ონლაინ სწავლების პრეზენტაციის ფორმატები (padlet.com, PowerPoint, Prezi, ბლოგები დასხვ.) და სამუშაო ფორმატები (Teams, Moodle) და ..

შეხვედრის პრეზენტაცია იხ. რუბრიკაშირესურსები“. 

 

2020 წლის გაზაფხულის სემესტრი

15.04.2020:

ჩატარდა ვებინარი  ონლაინ სწავლების შესახებ.

ვებინარზე ისაუბრეს გერმანული ენის მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო საერთაშორისო ონლაინპროგრამის შესახებ, რომელიც მეოთხე წელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტსა  და გოეთეს ინსტიტუტთან ერთად. ვებინარში მონაწილეობდნენ ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე შავერდაშვილი და ცენტრის მკვლევარი თამარ მოსიაშვილი.

დეტალები იხ.: https://www.youtube.com/watch?v=nIO3rgemlIk&fbclid=IwAR1F8AYaYYHuLiRWWZPCZhy2fhIVvRp1hDyURb8HVdROXK8BlSkLN8q8WsA

 

13.06.2020:    

გაიმართა ვებინარმარათონი საერთაშორისო ორგანიზაცია ISPOP-ს მიერ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ეკატერინე შავერდაშვილმა.

ვებინარზე მან ისაუბრა ენების პოლიტიკაზე და გერმანულის, როგორც უცხო ენის სწავლების შესახებ საქართველოში. მოხსენება შეეხებოდა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების (Goethe-Institut, DAAD, ZfA) როლს გერმანული ენის სწავლების განვითარების საქმეში და გერმანული ენის მასწავლებლის მომზადების საერთაშორის პროგრამას, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის იენის უნივერიტეტსა და გოეთეს ინსტიტუტთან ერთად.

დეტალები იხ.: https://www.facebook.com/101862014640834/videos/551298065552616/?__tn__=kC-R&eid=ARB2-RNH9nG8wEkBCtDjy5Mganvk1uW0qLn15HPoW5JKLq5yoth5fzSjA1AccyzyHBALz9xsR9H1EBAH&hc_ref=ARQFuQHPzwMIgZAgCS_8MjYvajKOmVzDULl4JiGQft7BAk0AJVhgvvejOhB7Yzv_tww&fref=nf&__xts__[0]=68.ARCl2x7cmbU6dwj9L9AMYRBg2XweDBRFY_SqVfMZJoSDw7OGTyRIWgcDh983fcL9WD-GwRz17OXEqv9gfIC4cz3hPXwTe0uG0ZWmirxFP39iJJBhYHiDIKc1pbr8wqvFAeW6b8HE-0eejgUifBrVhv7nXqBZq9c9WSdJ64SEFUln1pswLrdIXgMw-C1nR28IjcjMwv-zUihOX-_DJ-p0iw1WdUvVc2jVM6QidmzLmX_FzV_tht_0dt9Vq_mrIcgn8ZqyfDMkXJ44IM1pNMIbk-CRgloDbte6MpK0dQJI3mtTlwM2CWRwBre3c6_lvccmBc7-DruBsjvfsyzKyVLZsFc

 

15.06.2020:

გაიმართა პროექტის ESTA საქართველოს ჯგუფის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და თელავის სახელწიფო უნივერსიტეტი) შეხვედრა ონლაინ ფორმატში. შეხვედრა ორ ნაწილად ჩატარდა.

შეხვედრის პირველ ნაწილში განხილულ იქნა პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა საინფორმაციო საკითხი, ხოლო მეორე ნაწილში გაკეთდა ორი პრეზენტაცია CLIL მეთოდთან დაკავშირებით.

პრეზენტაციის თემებს წარმოადგენდა: CLIL მეთოდის მოკლე მიმოხილვა და CLIL მეთოდით მუშაობის საქართველოს გამოცდილება (კონკრეტული მაგალითები).  შეხვედრაში მონაწილეობდა პროექტში ჩართული აკადემიური პერსონალი ორივე უნივერსიტეტიდან.

პრეზენტაცია გააკეთეს ცენტრის თანამშრომლებმა ეკატერინე შავერდაშვილმა და თინათინ კიღურაძემ.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=170672821093086&id=101862014640834

 

03.2020:

16 მარტიდან 30 მარტამდე 11-13 საათებში ჩატარდა კონსულტაციები ონლაინსწავლებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის. კონსულტაცია გაიარა თორმეტმა დაინტერესებულმა თანამშრომელმა.

კონსულტაციებს უძღვებოდა ცენტრის სამუშაო ჯგუფი.

 

ასევე,

  • ჩატარდა კვლევა და მომზადდა სტატია სახელწოდებით English as a foreign language in Georgia. From past till present. სტატია გაიგზავნა დასაბეჭდად Amsterdam University Press -აში ორ-ტომეულში Languages and Culture in History. სტატიის ავტორები: ეკატერინე შავერდაშვილი & ნინო ჩხიკვაძე. გამომცემლები: Richard Smith: Wawrick University; Sabine Dorf: Bremen University. სტატია ეხება საქართველოში ინგლისური ენის სწავლებას ისტორიულ ჭრილში და ამ ენის სწავლების თანამედროვე ტენდენციებს.
  • ჩატარდა კვლევა და მომზადდა სტატია სახელწოდებით Experience in Working with VaKE model in the Georgian Higher Education Space (ERASMUS + Key Action Capacity Building Program for Higher Education:  Curriculum Reform for Promoting Civic Education and Democratic Principles in Israel and in Georgia: CURE Project number: 573322-EPP-1-2016-IL-EPPKA2-CBHE-JP). სტატია გაიგზავნა დასაბეჭდად International Handbook-ში „Moral Development and Citizenship Education“ (გამომცემლობა BRILL). სტატიის ავტორები: იზაბელა პეტრიაშვილი & ეკატერინე შავერდაშვილი & თამარ მოსიაშვილი & ინა ბარათაშვილი.  გამომცემლები: Sieglinde Weyringer (A), Jean-Luc Patry (A), Dimitris Pnevmatikos (GR), Frédérique Brossard Borhaug (F / N).  სტატია ეხება საქართველოში ღირებულებითი განათლების VaKE-მოდელის დანერგვას.
  • ჩატარდა კვლევა ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით, რომლის სამიზნე ჯგუფსაც წარმოადგენდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო სასერთიფიკატო (60 კრედიტიან) პროგრამებში ჩართული აკადემიური პერსონალი საქართველოს მასშტაბით. კვლევის მიზანს წარმოადგენდა აკადემიური პერსონალის მზაობის კვლევა დისტანციური სწავლებისათვის, რომელიც პანდემიის პირობებში გახდა საჭირო. მიმდინარეობს კვლევის მონაცემების დამუშავება, რის შემდეგაც მომზადდება სტატია. კვლევის ავტორები: ანა მშვილდაძე, მარიამ დალაქიშვილი და ეკატერინე შავერდაშვილი.