კვლევითი ცენტრის მიზნები და ამოცანები
კვლევითი ცენტრის მიზანია:
- უპასუხოს 21-ე საუკუნის ციფრული მსოფლიოს გამოწვევებს და ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო კვლევების განვითარებას;
- განავითაროს თანამშრომლობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე უნივერსიტეტებთან, წამყვან მეცნიერებთან და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და სხვა.
- კვლევების საფუძველზე შექმნას თეორიული და პრაქტიკული საფუძველი საგანმანათლებლო პროცესისა და საგანმანათლებლო კვლევების მაღალი სტანდარტისთვის;
- ხელი შეუწყოს სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში;
- ხელი შეუწყოს ინოვაციური და სამეწარმეო აზროვნების დანერგვას.
ცენტრის ამოცანებს წარმოადგენს:
კვლევების ჩატარება
- სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ინოვაციური განათლების მდგომარეობის შესწავლა/კვლევა;
- შესწავლის საფუძველზე სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების და სამეწარმეო აზროვნების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენა;
- სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების და სამეწარმეო აზროვნების ხელშემწყობი საგანმანათლებლო რესურსების შექმნა.
- ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო კვლევით პროექტებში მონაწილეობა.
პუბლიკაციების მომზადება და გამოცემა
- კვლევის შედეგების პუბლიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო რეფერირებად კრებულებსა და ჟურნალებში;
- ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული საზოგადოებისთვის კვლევის შედეგებისა და ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების გაცნობა ცენტრის პერიოდული გამოცემების საშუალებით (სტატიათა კრებული, საკონფერენციო მოხსენებები, სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა და გზამკვლევები);
- პედაგოგიური კვლევების საფუძვლების და გზამკვლევების მომზადება-გამოცემა პროფესიული საზოგადოებისა და დაინტერესებული პირებისათვის.
პროგრამების მომზადება და განვითარება
- ფაკულტეტის აკადემიური და საგანმანათლებლო პროგრამების კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობა ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით;
- არსებული აკადემიური და საგანმანათლებლო პროგრამების გარდაქმნაში მონაწილეობა ინოვაციური, ტექნოლოგიური და სამეწარმეო ასპექტების განვითარების კუთხით;
- არსებული პროგრამების შესწავლა, მათთვის ციფრული პლატფორმების შექმნა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება.
კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების მოწყობა
- ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე;
- ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.
პროფესიული განვითარება
ცენტრში ჩატარებული კვლევების შედეგად იდენტიფიცირებული პრობლემების გათვალისწინებით პროფესიული განვითარების (ონლაინ) სამუშაო შეხვედრებისა და (ონლაინ) სემინარების შეთავაზება სკოლისა და უმაღლესი განათლების წარმომადგენლებისათვის. მაგალითად,
- ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ტრენინგი მათთვის საგანმანათლებლო ინოვაციების გაზიარების მიზნით;
- მეთოდურ-დიდაქტიკური რჩევები და კონსულტაციები: ლექცია-სემინარებზე გამოყენებული მეთოდები და ხერხები (მაგ.: მედია-რესურსის სასწავლო პროცესში გამოყენებასა და ონლაინ-სწავლების პრობლემატიკაზე); პრეზენტაციის ტექნიკები; ღონისძიების მოდერირება და სხვა;
- ტრეინინგ-მოდულები: სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები; ციფრული მედიის გამოყენებით სწავლება საუნივერსიტეტო სივრცეში; სამეწარმეო უნარების ინტეგრირება სასწავლო კურსებში; პედაგოგიური კვლევების დაგეგმვა-განხორციელება.
ექსტრაკურიკულარულ საგანმანათლებო პროექტებში მონაწილეობა
- საზაფხულო სკოლები;
- ერთობლივი პროექტები ადგილობრივ, საერთაშორისო, არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციებთან და ა.შ.