ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლამ და ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრმა დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს შესთავაზა ვორკშოპი პრეზენტაციის ჩატარების ხელოვნების შესახებ. ვორკშოპის მიზანი იყო, მონაწილეებისთვის პრეზენტაციის მომზადების მნიშვნელოვანი ასპექტები გაეცნო; მისი ჩატარებისათვის საჭირო მეთოდები, ხერხები და ეფექტური ტექნოლოგიები და პრეზენტატორის სოციალური კომპეტენციები და ა.შ. წარედგინა (I ნაწილი).
ვორკშოპზე, ასევე, განხილული იყო კონკრეტულ პრეზენტაციებზე დაშვებული შეცდომები და მათი თავიდან აცილების გზები (II ნაწილი).
შედეგად მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა სხვადასხვა სახის პრეზენტაციის ნებისმიერი აუდიტორიის წინაშე წარმატებულად მოწყობის შესახებ.
დრო:
- I ნაწილი: შაბათი, 30.11.2019, 10:00-15:00 სთ.
- II ნაწილი: შაბათი, 07.12.2019, 10:00-15:00 სთ.
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, F კორპუსი, F-303 შეხვედრების ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, თბილისი 0162
ვორკშოპის ხელმძღვანელი: პროფ. ეკატერინე შავერდაშვილი
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეთა რაოდენობა: 15
რეგისტრაცია: წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ვადის ბოლო დღეა 28 ნოემბერი 2019, 18:00.
დარეგისტრირება შესაძლებელი იყო ონლაინსარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით: http://bit.ly/2oqkAzO