ვორკშოპი: „პრეზენტაციის ჩატარების ხელოვნება“
სამუშაო შეხვედრის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს პრეზენტაციის მომზადების მნიშვნელოვანი ასპექტები; მისი ჩატარებისათვის საჭირო მეთოდები, ხერხები და ეფექტური ტექნოლოგიები; პრეზენტატორის პიროვნული და სოციალური კომპეტენციები და ა.შ. (I ნაწილი – 3 აკადემიური საათი).
ვორკშოპზე ასევე განხილული იქნება კონკრეტულ პრეზენტაციებზე დაშვებული შეცდომები და მათ ასაცილებლად საჭირო რჩევები (II ნაწილი – 3 აკადემიური საათი).
მონაწილეები შეიძენენ ცოდნას პრეზენტაციისათვის და შეძლებენ სხვადასხვა სახის წარმატებულ პრეზენტაციას ნებისმიერი აუდიტორიის წინაშე (მათ შორის, ონლაინ).
ვორკშოპის ორგანიზატორი: საერთაშორისო სადოქტორო სკოლა და ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი.
დეტალები იხ. აქ.