![]()
ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი გთავაზობთ სამუშაო შეხვედრას თემაზე: „ინგლისური ენის გაკვეთილის დაგეგმვა“.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება ინგლისური ენის გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების ძირითადი კომპონენტები (მიზანი, აქტივობები და სხვ.); გაკვეთილის გეგმის სხვადასხვა მოდელი და ა.შ.
![]()
შეხვედრას წარუძღვებიან ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის მკვლევრები ეკა ტყავაშვილი და ნინო ჩხიკვაძე.
![]()
მონაწილეობა შეუძლია ინგლისური ენის მოქმედ და დამწყებ მასწავლებლებს.
შეხვედრა გაიმართება 28 მარტს, 19:00-20:30 საათებში ონლაინ, ZOOM -ის პლატფორმაზე.
სემინარზე მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: t.ly/SMKz
შეხვედრის ბმულს მიიღებთ სემინარის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე.




