სიახლე

პროფესორ პეტერ ვარგას სემინარი თემაზე ,,თეატრის პედაგოგიკა და როლური თამაში. ფსიქოდრამა და ფსიქოდრამატურგია საკლასო ოთახში”. Titel der Veranstaltung: Spielen im Konzept einer ganzheitlichen Pädagogik: Theaterpädagogisches Rollenspiel, Psychodrama und Psychodramaturgie im Unterricht

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი მონაწილეობას მიიღებს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის გამარჯვებულ პროექტში PROVE

ღირებულებისა და ცოდნის განათლების საერთაშორისო ასოციაცია AVaKE ევროპის და ამიერკავკასიის უნივერსიტეტებთან ერთად განახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის უმაღლეს სასწავლებლებში/PROVE [ERASMUS-EDU-2024-CBHE-STRAND2. 101178922).

პროექტი მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამშვიდობო განათლების კურსების შემუშავებას, რომელიც დაფუძნებული იქნება ღირებულებით განათლებაზე. კურსების შექმნის გარდა, პროექტის სამუშაო ჯგუფი იმუშავებს სკოლებსა და სასკოლო თემებთან.

ყველა აქტივობას მხარს დაუჭერენ ევროპელი პარტნიორები და ღირებულებითი განათლების საერთაშორისო ასოციაცია  AVaKE, რაც უზრუნველყოფს პროექტის მდგრადობას პროექტის დასრულების შემდეგაც.

პროექტის კონსორციუმის წევრები არიან ამიერკავკასიის 7 უნივერსიტეტი, ავსტრიის 1 უნივერსიტეტი, საბერძნეთის 1 უნივერსიტეტი და ასოციაცია AVaKE. პროექტის კოორდინატორია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აღმოსავლეთ საქართველო), ხოლო პროექტის შინაარსებზე პასუხისმგებლობას იღებენ ღირებულებითი განათლების საერთაშორისო ასოციაცია AVaKE და ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი, რომლის მხრიდანაც პროექტის კონსორციუმის წევრები არიან პროფ. ეკატერინე შავერდაშვილი, თამარ მოსიაშვილი, პროფ. დავით მალაზონია, მაგდა გოგრიჭიანი.

 

AVaKE became the winner of the Erasmus+ Institutional Development Program

Facebook