სიახლე

პროფესორ პეტერ ვარგას სემინარი თემაზე ,,თეატრის პედაგოგიკა და როლური თამაში. ფსიქოდრამა და ფსიქოდრამატურგია საკლასო ოთახში”. Titel der Veranstaltung: Spielen im Konzept einer ganzheitlichen Pädagogik: Theaterpädagogisches Rollenspiel, Psychodrama und Psychodramaturgie im Unterricht

რუსთაველის სამეცნიერო ფონდში გამარჯვებული პროექტი „ჭარბგანათლება და შრომის ბაზრის შეუსაბამობა საქართველოში: პრობლემები და მათი შემცირების გზები“

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებულ პროექტთა შორის არის ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის თანამშრომლების (პროფ. შორენა მაღლაკელიძე, პროფ. ეკატერინე შავერდაშვილი) მონაწილეობით შემუშავებული პროექტიჭარბგანათლება და შრომის ბაზრის ეუსაბამობა საქართველოში: პრობლემები და მათი შემცირების გზები(Overeducation and Labor Market Mismatch in Georgia: Challenges and Ways for their Reduction).

პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტთან ერთად (პროფ. დიმიტრი ჯაფარიძე, პროფ. დავით თუთბერიძე).

სამწლიანი პროექტის მიზნებს წარმოადგენს:

  • საქართველოში დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილი პროფესიული უნარჩვევების დადგენა;
  • უმაღლესი განათლების როლის განსაზღვრა უნარების მართვაში;
  • ჭარბგანათლების პრობლემის იდენტიფიცირება და მისი შემცირების გზების პოვნა საქართველოში მისი შემცირებისთვის.
Facebook