სიახლე

პროფესორ პეტერ ვარგას სემინარი თემაზე ,,თეატრის პედაგოგიკა და როლური თამაში. ფსიქოდრამა და ფსიქოდრამატურგია საკლასო ოთახში”. Titel der Veranstaltung: Spielen im Konzept einer ganzheitlichen Pädagogik: Theaterpädagogisches Rollenspiel, Psychodrama und Psychodramaturgie im Unterricht

პროექტი: „ჭარბგანათლება და შრომის ბაზრის შეუსაბამობა საქართველოში: პრობლემები და მათი შემცირების გზები“ (რუსთაველის ფონდი/ფუნდამენტური კვლევა)

ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი (პროფ. შორენა მაღლაკელიძე, პროფ. ეკატერინე შავერდაშვილი) მონაწილეობს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტში.
პროექტი „ჭარბგანათლება და შრომის ბაზრის შეუსაბამობა საქართველოში: პრობლემები და მათი შემცირების გზები“ (Overeducation and Labor Market Mismatch in Georgia: Challenges and Ways for their Reduction) ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტთან ერთად (პროფ. დიმიტრი ჯაფარიძე, პროფ. დავით თუთბერიძე).

სამწლიანი პროექტის მიზნებს წარმოადგენს:
– საქართველოში დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილი პროფესიული უნარ–ჩვევების დადგენა;
– უმაღლესი განათლების როლის განსაზღვრა უნარების მართვაში;
– ჭარბგანათლების პრობლემის იდენტიფიცირება და მისი შემცირების გზების პოვნა საქართველოში მისი შემცირებისთვის.

პროექტის შესახებ მეტ ინფორმაციას იხილავთ აქ

Facebook