ძვირფასო პედაგოგებო!
ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი გთავაზობთ სემინარს თემაზე:
ცოდნა და ღირებულებითი განათლება.
სემინარზე გაეცნობით ღირებულებითი განათლების კონცეფციას, რომელიც ეფუძნება კონსტრუქტივისტური სწავლების პრინციპებს და მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, საგნის ცოდნის მიღებასთან ერთად განივითარონ ეთიკური ფასეულობები და ღირებულებები. ვისაუბრებთ ღირებულებითი განათლების კოლბერგისეულ ტრადიციასა და მის ინტეგრირებაზე სასწავლო პროცესში.
კონსულტაციას წარუძღვება თამარ მოსიაშვილი, რომელიც ღირებულებით განათლებაზე მუშაობს 2017 წლიდან.
კონსულტაციებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოქმედ და მომავალ პედაგოგს.
კონსულტაცია გაიმართება 11 დეკემბერს, 17:00 – 19:00 საათებში ონლაინ, ZOOM-ის პლატფორმაზე.
ბმული გეცნობებათ კონსულტაციამდე ერთი დღით ადრე.
კონსულტაციაზე მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: