EARLE 2023

EARLE 2023

EARLI-ის მე-20 კონფერენციას მიმდინარე წელს მასპინძლობს თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი და მაკედონიის უნივერსიტეტი, საბერძნეთი. კონფერენცია ჩატარდება 2023 წლის 22 – 26 აგვისტოს.

კონფერენციაში მონაწილეობს ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის მკვლევართა ჯგუფი მოხსენებით თემაზე “VaKE-მოდელის გამოყენება უმაღლეს განათლებაში საქართველოში: გამოცდილება და გამოწვევები”.
მოხსენების ავტორი: ეკატერინე შავერდაშვილი, თანაავტორები: თამარ მოსიაშვილი და მაგდა გოგრიჭიანი.

Facebook