ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი მონაწილეობს გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გერმანული ენის მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, როგორც ღონისძიების პარტნიორი.
გერმანული ენის მასწავლებლის დღე გაიმართება 2021 წლის 29-30 ოქტომბერს და საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობას სთავაზობს გერმანული ენის მასწავლებლებს.
მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ,
- შეხვდნენ პროფესიონალ მომხსენებლებს, ტრენერებს და კოლეგებს როგორც ევროპიდან, ასევე მეზობელი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან;
- გაეცნონ ციფრული სწავლა-სწავლების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ასპექტებს და მათთან დაკავშირებულ ღირებულებებს ენის ათვისებისას;
- მოისმინონ მოხსენებები და დისკუსიაში მიიღონ მონაწილეობა პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსა და სწავლებაში არსებული სიახლეების შესახებ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: DEUTSCHLEHRER*INNENTAG 2021; პროგრამა; რეფერენტები.
მონაწილეობა შესაძლებელია რეგისტრაციის გავლის შემდეგ.