სიახლე

ღირებულებითი განათლება კრიზისულ ზონებში: სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტის პედაგოგთა დამოკიდებულებების კვლევა. კვლევის შედეგების წარდგენა ტამპერესა და მიუნხენის კონფერენციებზე

საერთაშორისო კონფერენცია: ენების სწავლა-სწავლების ისტორიული საფუძვლები

მიმდინარე წლის 13-15 ნოემბერს დელმენჰორსტის კვლევით ინსტიტუტში ჩატარდა სამდღიანი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ენების სწავლა-სწავლების ისტორიული საფუძვლები. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანიის კვლევის საზოგადოება, ვორვიკის უნივერსიტეტი და ენის სწავლა-სწავლების ისტორიის საზოგადოება. 15 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოხსენებები გააკეთეს საკუთარ ქვეყნებში ენების ისტორიულ განვითარებაზე.

ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრიდან კონფერენციაში მონაწილეობდა პროფესორი ეკატერინე შავერდაშვილი, რომელმაც მოხსენება გააკეთა ინგლისური ენის სწავლებაზე საქართველოში. მოხსენება ამავე სახელწოდების კვლევითი პროექტის ერთ ნაწილს წარმოადგენს და საქართველოში ინგლისურის, როგორც უცხოური ენის კურიკულუმებისა და სახელმძღვანელოების ისტორიულ ჭრილში შესწავლას გულისხმობს.

მოხსენებები გამოიცემა ორტომიან კრებულში.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ.: https://www.h-w-k.de/index.php?id=545 და https://twitter.com/i/bookmarks

Facebook