სიახლე

ღირებულებითი განათლება კრიზისულ ზონებში: სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტის პედაგოგთა დამოკიდებულებების კვლევა. კვლევის შედეგების წარდგენა ტამპერესა და მიუნხენის კონფერენციებზე

საერთაშორისო კვლევითი პროექტი: (პოსტ)სოციალისტური ტრანსფორმაციის ნარატივები

Decoding Sources of (Post-) Socialist Transformation – Glances beyond Reckoning and shifting Narratives?

ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი ბერლინის, ვენისა და ბოხუმის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, იწყებს ახალ კვლევით პროექტს: „(პოსტ)სოციალისტური ტრანსფორმაციის წყაროების დეკოდირება – არსებული ნარატივების მიღმა“.

კვლევის ფოკუსშია 1991-2000 წლების პერიოდი საგანმანათლებლო ჭრილში. პროექტი მიზნად ისახავს ტრანსფორმაციის პროცესის შესწავლას განათლების სისტემებში მომხდარი ცვლილებების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტებსა და მასწავლებელთა პირადი გამოცდილების ანალიზზე დაყრდნობით.

კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართულ გამოცდილებას და მის შედარებას საერთაშორისო კონტექსტთან.

მკვლევართა ჯგუფი: საბინე რე (DIPF, Humboldt Universität Berlin), ეკატერინე შავერდაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ცეცილია ფონ მალოტკი (Universitä Wien), ადრიან ვაისი (Universität Bochum).

კვლევა წარმოადგენს 2024 წელს ჩატარებული კვლევითი პროექტის შემდეგ ეტაპს სახელწოდებით „კრიზისების მართვა კრიზისების გარეშე სოციალისტურ საგანმანათლებლო სისტემებში? განათლების რეფორმა გდრ-სა და საქართველოში 1960-1989 წლებში/Crisis Management Without Crises in Socialist Education Systems? Reforming Education in the GDR and Georgia between 1960 and 1989. ცეცილია ფონ მალოტკი, ეკატერინე შავერდაშვილი, საბინე რე).

Facebook