ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპისა და ამიერკავკასიის უნივერსიტეტებთან ერთად 2024 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის უმაღლეს სასწავლებლებში/PROVE“. პროექტიs ინიციატორი იყო ინოვაციური განათლების ცენტრი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, რომელიც პროექტის კოორდინატორია.
პროექტის მიზანია უნივერსიტეტებში კურსების შემუშავება ღირებულებით განათლებაზე და და ამით უნივერსალური და უპირველეს ყოვლისა, ევროპული ღირებულებების დანერგვა კავკასიის საგანმანათლებლო სივრცეში.
პროექტის კონსორციუმში შედიან უნივერსიტეტები ავსტრიიდან, საბერძნეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. პროექტში მონაწილეობს, aseve, ასოციაცია AvaKE ავსტრიიდან.