ონლაინ-სწავლების მეთოდიკა

დიგიტალიზაცია ცვლის აზროვნების, მოქმედების და სწავლის წესს, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე.

მასწავლებელს, როგორც სასწავლო პროცესის ერთ–ერთ მთავარ აქტორს, უწევს საკუთარი საქმიანობის გადააზრება და, ხშირ შემთხვევაში, სასწავლო პროცესის სრულიად ახლებულად წარმართვა. ამ ყველაფერს, ლოგიკურია, ახლავს სირთულეებიც.

მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, გთავაზობთ კონსულტაციებს კონკრეტული სიტუაციის გაანალიზებასა და სასწავლო პროცესის ონლაინ-რეჟიმში სწორად წარმართვაში.

კონსულტაციებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოქმედ და მომავალ პედაგოგს.

კონსულტაციას წარუძღვებიან ეკატერინე შავერდაშვილი და ანა მშვილდაძე.

მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე 26 ნოემბრამდე : t.ly/iDAk

კონსულტაცია გაიმართება ონლაინ, ZOOM-ის პლატფორმაზე, 28 ნოემბერს, 16:00 – 18:00

https://www.facebook.com/101862014640834/photos/a.167339411426427/206382190855482/?type=3&theater