ასოციაციის AVaKE/ცოდნა და ღირებულებითი განათლება ასამბლეა

2020 წლის 21 დეკემბერს ჩატარდა საერთაშორისო ასოციაციის AVaKE/„ცოდნა და ღირებულებითი განათლება“ გენერალური ასამბლეა. ასამბლეაში  მონაწილეობდნენ ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც ასოციაციის წევრები არიან 2017 წლიდან.

გენერალურ ასამბლეაზე მოხდა ასოციაციის ახალი აღმასრულებელი კომიტეტის წარდგენა.

2021-2023 წლებში კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად არჩეულ იქნა ინოვაციური განათლების კვლევითი ცეტრის ხელმძღვანელი პროფ. ეკატერინე შავერდაშვილი.

ცენტრი ულოცავს პროფესორ შავერდაშვილს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტობას.

ცენტრი მომავალში გეგმავს ღირებულებითი განათლების საკითხზე საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურებას.