ვებინარი ტექნოლოგიების გავლენა განათლების მომავალზე

ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს ვებინარს თემაზე:

ტექნოლოგიების გავლენა განათლების მომავალზე.

ტექნოლოგიები გარდაქმნის განათლების ფორმას და მეთოდებს, ცვლის მასწავლებლის როლს და ქმნის სწავლისა და კვლევის ახალ შესაძლებლობებს. ვებინარზე განხილული იქნება უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც უკვე ინერგება განათლების სფეროში და მათ მიერ გამოწვეული მომავალი ცვლილებები.

ვებინარს წარუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცერექტორი, პროფესორი ნანა დიხამინჯია.

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/M6wiNJigdyhq88qi9.

შეხვედრის ბმულს მიიღებთ სემინარის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე.