Decoding Sources of (Post-) Socialist Transformation – Glances beyond Reckoning and shifting Narratives?
ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი ბერლინის, ვენისა და ბოხუმის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, იწყებს ახალ კვლევით პროექტს: „(პოსტ)სოციალისტური ტრანსფორმაციის წყაროების დეკოდირება – არსებული ნარატივების მიღმა“.
კვლევის ფოკუსშია 1989/91 წლების შემდგომი პერიოდი საგანმანათლებლო ჭრილში. პროექტი მიზნად ისახავს ტრანსფორმაციის პროცესის შესწავლას განათლების სისტემებში მომხდარი ცვლილებების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტებსა და მასწავლებელთა პირადი გამოცდილების ანალიზზე დაყრდნობით.
კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართულ გამოცდილებას და მის შედარებას საერთაშორისო კონტექსტთან.
მკვლევართა ჯგუფი: საბინე რე (DIPF, Humboldt Universität Berlin), ეკატერინე შავერდაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ცეცილია მალოტკი (Universitä Wien), ადრიან ვაისი (Universität Bochum).




