სიახლე

ღირებულებითი განათლება კრიზისულ ზონებში: სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტის პედაგოგთა დამოკიდებულებების კვლევა. კვლევის შედეგების წარდგენა ტამპერესა და მიუნხენის კონფერენციებზე

ღირებულებითი განათლება კრიზისულ ზონებში: სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტის პედაგოგთა დამოკიდებულებების კვლევა. კვლევის შედეგების წარდგენა ტამპერესა და მიუნხენის კონფერენციებზე

2026 წლის 15-17 იანვარს, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში (LMU München) გაიმართა მორალური განათლების მკვლევართა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია.

ღონისძიებაზე პროექტ PROVE-ის (Professionalizing Value Education) ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა პროფესორმა ჟან-ლუკ პატრიმ (ზალცბურგის უნივერსიტეტი). სამუშაო ჯგუფში, რომელმაც კვლევა განახორციელა, აქტიურად მონაწილეობდა ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი.

მოხსენება სახელწოდებით „ღირებულებითი განათლება კრიზისულ რეგიონებში: სამხრეთ კავკასიის უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგთა შეხედულებები“ (Werterziehung in Krisengebieten: Vorstellungen von Hochschul-Lehrkräften im Südkaukasus) ეყრდნობა სამხრეთ კავკასიაში ჩატარებულ საჭიროებების ანალიზს (Needs Analysis). კვლევის ავტორთა საერთაშორისო გუნდში წარმოდგენილნი არიან პროექტის პარტნიორი პროფესორები ავსტრიიდან, საბერძნეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან: Jean-Luc Patry, Dimitris Pnevmatikos, Angelina Lithoxoidou, Triantafyllia Georgiadou, Serob Khachatryan, Ana Gigauri, Tamari Mosiashvili, Ekaterine Shaverdashvili.

პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია გერმანულენოვანი ქვეყნების სამეცნიერო წრეებში.

შედეგები არის მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ტამპერეს (ფინეთი) კონფერენციის (51st Assotiation for Moral Education Conference. 7-9.08.2025) შემდეგ განვითარებული და უფრო ვრცელი მონაცემები (Needs for constructivist values education in three South Caucasus countries).

Facebook