მიმდინარე პროექტები
Erasmus+ Programme of the European Union
პროექტი ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის უმაღლეს სასწავლებლებში / PROVE (2024-2027):
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპისა და ამიერკავკასიის უნივერსიტეტებთან ერთად 2024 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის უმაღლეს სასწავლებლებში/PROVE“. პროექტის ინიციატორი იყო ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, რომელიც პროექტის კოორდინატორია.
პროექტის მიზანია უნივერსიტეტებში კურსების შემუშავება ღირებულებით განათლებაზე და და ამით უნივერსალური და უპირველეს ყოვლისა, ევროპული ღირებულებების დანერგვა კავკასიის საგანმანათლებლო სივრცეში.
პროექტის კონსორციუმში შედიან უნივერსიტეტები ავსტრიიდან, საბერძნეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. პროექტში მონაწილეობს, ასევე, ასოციაცია AvaKE ავსტრიიდან.
პროექტის შესახებ დეტალურად იხ. აქ.
პროექტი ESTA-Educating Science Teachers for All (2020-2023):
პროექტის მიზანია საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა საერთაშორისო ქსელის შექმნა გამოცდილების გაზიარებისა და დარგობრივი დისკუსიების გამართვის მიზნით.
ESTA-ს ამოცანას წარმოადგენს, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე მეთოდის CLIL სასწავლო პროცესში დანერგვა და მისი განვითარება ენისა და საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებული სწავლების მიმართულებით.
გერმანიის, ირლანდიის, ფილიპინების, ბოსნია ჰერცოგოვინას უნივერსიტეტებთან ერთად პროექტში ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (SaLIS-ისა და ინოვაციური განათლების კვლევითი ცეტრები) და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (განათლების მიმართულება).
Pädagogische Hochschule Ludwigsburg. 02.2020
რეგიონალური პროექტი: ჭარბგანათლება და შრომის ბაზრის შეუსაბამობა საქართველოში: პრობლემები და მათი შემცირების გზები (რუსთაველის სამეცნიერო ფონდი / ფუნდამენტური კვლევა): 2024-2027
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებულ პროექტთა შორის არის ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრისთანამშრომლების (პროფ. შორენა მაღლაკელიძე, პროფ. ეკატერინე შავერდაშვილი) მონაწილეობით შემუშავებული პროექტი „ჭარბგანათლება და შრომის ბაზრის შეუსაბამობა საქართველოში: პრობლემები და მათი შემცირების გზები“ (Overeducation and Labor Market Mismatch in Georgia: Challenges and Ways for their Reduction).
პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტთან ერთად (პროფ. დიმიტრი ჯაფარიძე, პროფ. დავით თუთბერიძე).
სამწლიანი პროექტის მიზნებს წარმოადგენს:
- საქართველოში დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილი პროფესიული უნარ–ჩვევების დადგენა;
- უმაღლესი განათლების როლის განსაზღვრა უნარების მართვაში;
- ჭარბგანათლების პრობლემის იდენტიფიცირება და მისი შემცირების გზების პოვნა საქართველოშიმისი შემცირებისთვის.
საერთაშორისო პროექტი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, იენის უნივერსიტეტისა და გოეთეს ინსტიტუტის გერმანული ენის მასწავლებლის მოსამზადებელი საერთაშორისო პროგრამა.
პროექტის განმხორციელებლები: იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი; გოეთეს ინსტიტუტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროგრამის შინაარსი:
- ენის სწავლების თეორიული ასპექტები გერმანული ენის სწავლებისათვის მნიშვნელოვან 6 სხვადასხვა თემაზე მოდულების სახით;
- სასკოლო პრაქტიკა და პრაქტიკაზე ორიენტირებული კვლევა;
- წერილობით ნაშრომი.
სწავლების ფორმატი: Blended Learning
შედეგი: სამივე პარტნიორის მიერ დამოწმებული უმაღლესი სკოლის საერთაშორისო სერტიფიკატი
⭕️ 17 აპრილს ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, გოეთეს ინსტიტუტსა და იენის უნივერსიტეტს…
Posted by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni on ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2019
სასწავლო პროექტები, საზაფხულო სკოლა და სხვა
- ქართველ სტუდენტთა მონაწილეობა ინსბრუკის საზაფხულო სკოლაში თემაზე „გერმანული ენა და ავსტრიული კულტურა“ (ინსბრუკსა და თბილისს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში). პროექტი ხორციელდება 2016 წლიდან და მასში ყოველწლიურად მონაწილეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 7 სტუდენტი;
- ერთობლივი პროექტები ადგილობრივი, საერთაშორისო, არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციებთან.
ცენტრი თანამშრომლობს, ასევე, პროექტებში:
- გოეთეს ინსტიტუტთან (https://www.goethe.de/ins/ge/de/index.html)
- პროფესიონალთა საერთაშორისო ასოციაცია TESOL-ის საქართველოს ფილიალთან, რომელიც ინგლისური ენის სწავლების ხარისხის, პროფესიული განვითარების, კვლევის, სტანდარტებისა და ადვოკატირების განვითარებას უწყობს ხელს (https://www.tesol.org/).
- საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციასთან, რომელიც ხელს უწყობს ლიბერალური საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას, დეცენტრალიზაციასა და სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობას(http://efd.ganatldi.ge/?page_id=25)
- ავსტრიულ ბიბლიოთეკასთან (http://iliauni.edu.ge/ge/iliauni/AcademicDepartments/mecnierebata-da-xelovnebis-fakulteti-269/centrebi-588/avstriuli-kulturis-centri/avstriuli-biblioteka)