მიმდინარე კვლევები
პროექტი:
მასწავლებლის მომზადების ტრადიციული და ონლაინ–პროგრამების შედარებითი კვლევა
პროექტის მიზანი: მასწავლებლის მომზადების ტრადიციული და ელექტრონული სწავლების შედარებითი კვლევა და კვლევის შედეგებზე დაფუძნებით მასწავლებლის მომზადების პროგრამების გაციფრულებისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება.
პროექტის ხანგრძლივობა: 1.0 4 .20 19 -1.0 4 .20 20
პროექტში ჩართული პერსონალი: ეკატერინე შავერდაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი); ნანა დიხამინჯია (მკვლევარი); თამარ მოსიაშვილი (მკვლევარი/დოქტორანტი); ანა მშვილდაძე (მკვლევარი/დოქტორანტი); ფატი რამიშვილი (მკვლევარი/დოქტორანტი).
პროექტის ორგანიზატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტი:
დემოკრატიული მოქალაქეობა საქართველოს სკოლებში: გამოწვევები და განვითარების გზები
პროექტის მიზანი:
ა) საქართველოში მოსწავლეთა დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების შესწავლა და სკოლის ტიპების (მდებარეობა, სწავლების ენა, სტატუსი, სასკოლო საზოგადოების კულტურული იდენტობები) მიხედვით შედეგების დივერსიფიცირება;
ბ) მოსწავლეთა დმკ-სა და მათ მოქალაქეობრივ აქტიურობას შორის კორელაციის დადგენა;
გ) სკოლის კულტურის ელემენტების (ურთიერთობის და სწავლების სტილი; სამოქალაქო ჩართულობა/აქტიურობა) ტრანსფორმაციით მოსწავლეთა დმკ-ს განვითარებისა და მოქალაქეობრივი აქტიურობის ხელშემწყობი დიფერენცირებული პედაგოგიური მიდგომების შემუშავება და დანერგვა.
ხანგრძლივობა: 2019-2022 (სამი წელი).
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: დავით მალაზონია
პროექტის დონორი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (კვლევის მიმართულება – ფუნდამენტური კვლევები)
პროექტი:
ინგლისურის სწავლება საქართველოში ისტორიულ ჭრილში და თანამედროვე გამოწვევები
პროექტის მიზანი: ინგლისური ენის სწავლების ანალიზი ისტორიულ ჭრილში და თანამედროვე ტენდენციების კვლევა.
შენიშვნა: კვლევის (1-ლი ნაწილი) შედეგების წარდგენა გერმანიის ქალაქ დელმენჰორსტში კონფერენციაზე „Valorizing Practice Grounded Histories of Language Learning and Teaching“ (13.-15.11.2019). (https://www.h-w-k.de/index.php?id=545)
პროექტის ხანგრძლივობა: 12.2018-დან დღემდე
პროექტში ჩართული პერსონალი: ეკატერინე შავერდაშვილი
პროექტის ორგანიზატორი: Universität Bremen (https://www.uni-bremen.de/); University of Warwick (https://warwick.ac.uk/); Hanse-Wissenschaftskolleg Delmenhorst (https://www.h-w-k.de/); DFG (https://www.dfg.de/); HOLLT. Net (https://www.hollt.net/blog)
პროექტი:
ღირებულებითი განათლება და მხატვრული ტექსტი
პროექტის მიზანი: მხატვრული ტექსტების გამოყენებით არაქართულენოვან სტუდენტთა ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესწავლა და ამ პროცესში ახალი ინსტრუმენტის VaKE-ის (ცოდნისა და ღირებულებების კომბინირება სასწავლო პროცესში) გამოყენება.
პროექტის ხანგრძლივობა: 1.07.2019 -1.12.2021
პროექტში ჩართული პერსონალი: ეკა ტერინე შავერდაშვილი, თამარ მოსიაშვილი, ინგა ღუტიძე, მაგდა გოგრიჭიანი, ჟან-ლუკ პატრი (https://www.uni-salzburg.at/index.php?id=21788) და ზიგლინდე ვაირინგერი (https://www.uni-salzburg.at/index.php?id=21898)
პროექტის კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სადოქტორო საფეხურის კვლევებში მონაწილეობა:
- ელექტრონული სასწავლო პლატფორმის როლი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში (ანა მშვილდაძე/ეკა შავერდაშვილი);
- ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარება მხატვრული ტექსტის გამოყენებით (ფატი რამიშვილი / ეკა შავერდაშვილი);
- ღირებულებითი განათლების როლი ისტორიულ ჭრილში (თამარ მოსიაშვილი/ეკა შავერდაშვილი);
- დისკუსია, როგორც ენის ათვისებისა და ღირებულებითი განათლების სწავლების მეთოდი (მაგდა გოგრიჭიანი/ეკა შავერდაშვილი)
- სწავლების შებრუნებული მეთოდი. შესაძლებლობების გამოვლენა ინგლისური ენის სწავლების მაგალითზე (ნინო ჩხიკვაძე/ეკა შავერდაშვილი და მაია როგავა);
- უცხოური ენების მასწავლებელთა დარგობრივი ენის სასწავლო მასალების ემპირიული კვლევა და ახალი კონცეფციის შემუშავება (მეგი გვასალია/ეკა შავერდაშვილი);
- შემსწავლელის ავტონომია პროექტზე ორიენტირებული სწავლებით უცხოური ენის გაკვეთილზე (თამარ კაჭახიძე/ეკა შავერდაშვილი);
- ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარება ინგლისურენოვანი ტექსტების დახმარებით (ნინო ჩაჩანიძე/ეკა შავერდაშვილი);
- ფილმი, როგორც ენის ადრეულ ასაკში ათვისების სასწავლო რესურსი (ბელა შალამბერიძე/ეკა შავერდაშვილი);
- პედაგოგიური დღიური, როგორც მასწავლებლის თვითევალუაციის საშუალება (ეკა ტყავაშვილი/ეკა შავერდაშვილი);
- ქართულის როგორც მეორე ენის სასწავლო ონლაინ-მასალების კვლევა და ახალი კონცეფციის შემუშავება ემიგრატი ბავშვებისათვის (მარიკა სიხარულიძე/ეკა შავერდაშვილი);
- ინგლისური ენის სწავლების როლი მოსწავლეთა ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარებაში (თამარ გოგოჭური/დავით მალაზონია);
- ტექსტზე მუშაობის ტექნოლოგიები მოზარდების ღირებულებითი სისტემის ფორმირებისთვის (ნინო ლომიძე/თამარ ტალიაშვილი)