სამუშაო შეხვედრები ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგებისათვის
ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი სთავაზობს ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგებს შეხვედრების ციკლს. შეხვედრები განკუთვნილია იმ პედაგოგებისათვის, რომლებიც ხელმძღვანელობენ (ან მომავალში გეგმავენ) სტუდენტებს სკოლაში პრაქტიკის გავლის დროს.
შეხვედრებზე განიხილება ენების სწავლების ინოვაციური მეთოდები და ამ მეთოდების ის თეორიული საფუძვლები, რომლებსაც ეყრდნობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამა.
მნიშვნელოვან საკითხად განვიხილავთ შეხვედრაზე იმ პრობლემებს, რომლებსაც სტუდენტები აწყდებიან თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანისას და რომლებიც დღემდე ამ მეთოდიკით მუშაობის ძირითად გამოწვევას წარმოადგენს.
შეხვედრების დრო და თემატიკა:
28.04.2021:
o მეორე ენის სწავლების მეთოდები. ზოგადი მიმოხილვა.
o მოსმენისა და კითხვის უნარ-ჩვევებზე მუშაობა;
05.05.2021:
o წერისა და ლაპარაკის უნარ-ჩვევებზე მუშაობა;
19.05.2021:
o ლექსიკისა და გრამატიკის სწავლება.
26.05.2021:
o კულტურათშორისი დიალოგი.
თითოეული შეხვედრა მოიცავს 3 აკადემიურ საათს (16-18,30 სთ.)
შეხვედრებს წარუძღვებიან თინათინ კიღურაძე და ეკატერინე შავერდაშვილი.
სემინარზე მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: t.ly/8B8b
შეხვედრის ბმულს მიიღებთ სემინარის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე.