მიმდინარე კვლევები
პროექტი:
სასწავლო პროცესის რეფორმა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა საქართველოში 1960-1989 წლებში.
2021 წლიდან ინოვაციური განათლების ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ლაიბნიცის ინსტიტუტის განათლების კვლევებისა და საინფორმაციო ცენტრთან ერთად. თანამშრომლობის ფარგლებში გერმანიის განათლების მეცნიერებების საზოგადოების (Deutschen Gesellschaft für Erziehungswissenschaft (DGfE) ხელშეწყობით ხორციელდება კვლევითი პროექტი “სასწავლო პროცესის რეფორმა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა საქართველოში 1960-1989 წლებში“ (Reformierung des Unterrichts in der DDR und in Sowjetgeorigien zwischen 1960 und 1989).
კვლევის შედეგები წარმოდგენილი იქნება 2024 წლის მარტში DGFE კონგრესზე.
პროექტი:
მასწავლებლის მომზადების ტრადიციული და ონლაინ–პროგრამების შედარებითი კვლევა
პროექტის მიზანი: მასწავლებლის მომზადების ტრადიციული და ელექტრონული სწავლების შედარებითი კვლევა და კვლევის შედეგებზე დაფუძნებით მასწავლებლის მომზადების პროგრამების გაციფრულებისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება.
პროექტის ხანგრძლივობა: 1.0 4 .20 19 -1.0 4 .20 20
პროექტში ჩართული პერსონალი: ეკატერინე შავერდაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი); ნანა დიხამინჯია (მკვლევარი); თამარ მოსიაშვილი (მკვლევარი/დოქტორანტი); ანა მშვილდაძე (მკვლევარი/დოქტორანტი); ფატი რამიშვილი (მკვლევარი/დოქტორანტი).
პროექტის ორგანიზატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტი:
დემოკრატიული მოქალაქეობა საქართველოს სკოლებში: გამოწვევები და განვითარების გზები
პროექტის მიზანი:
ა) საქართველოში მოსწავლეთა დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების შესწავლა და სკოლის ტიპების (მდებარეობა, სწავლების ენა, სტატუსი, სასკოლო საზოგადოების კულტურული იდენტობები) მიხედვით შედეგების დივერსიფიცირება;
ბ) მოსწავლეთა დმკ-სა და მათ მოქალაქეობრივ აქტიურობას შორის კორელაციის დადგენა;
გ) სკოლის კულტურის ელემენტების (ურთიერთობის და სწავლების სტილი; სამოქალაქო ჩართულობა/აქტიურობა) ტრანსფორმაციით მოსწავლეთა დმკ-ს განვითარებისა და მოქალაქეობრივი აქტიურობის ხელშემწყობი დიფერენცირებული პედაგოგიური მიდგომების შემუშავება და დანერგვა.
ხანგრძლივობა: 2019-2022 (სამი წელი).
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: დავით მალაზონია
პროექტის დონორი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (კვლევის მიმართულება – ფუნდამენტური კვლევები)
პროექტი:
ინგლისურის სწავლება საქართველოში ისტორიულ ჭრილში და თანამედროვე გამოწვევები
პროექტის მიზანი: ინგლისური ენის სწავლების ანალიზი ისტორიულ ჭრილში და თანამედროვე ტენდენციების კვლევა.
შენიშვნა: კვლევის (1-ლი ნაწილი) შედეგების წარდგენა გერმანიის ქალაქ დელმენჰორსტში კონფერენციაზე „Valorizing Practice Grounded Histories of Language Learning and Teaching“ (13.-15.11.2019). (https://www.h-w-k.de/index.php?id=545)
პროექტის ხანგრძლივობა: 12.2018-დან დღემდე
პროექტში ჩართული პერსონალი: ეკატერინე შავერდაშვილი
პროექტის ორგანიზატორი: Universität Bremen (https://www.uni-bremen.de/); University of Warwick (https://warwick.ac.uk/); Hanse-Wissenschaftskolleg Delmenhorst (https://www.h-w-k.de/); DFG (https://www.dfg.de/); HOLLT. Net (https://www.hollt.net/blog)
პროექტი:
ღირებულებითი განათლება და მხატვრული ტექსტი
პროექტის მიზანი: მხატვრული ტექსტების გამოყენებით არაქართულენოვან სტუდენტთა ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესწავლა და ამ პროცესში ახალი ინსტრუმენტის VaKE-ის (ცოდნისა და ღირებულებების კომბინირება სასწავლო პროცესში) გამოყენება.
პროექტის ხანგრძლივობა: 1.07.2019 -1.12.2021
პროექტში ჩართული პერსონალი: ეკა ტერინე შავერდაშვილი, თამარ მოსიაშვილი, ინგა ღუტიძე, მაგდა გოგრიჭიანი, ჟან-ლუკ პატრი (https://www.uni-salzburg.at/index.php?id=21788) და ზიგლინდე ვაირინგერი (https://www.uni-salzburg.at/index.php?id=21898)
პროექტის კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სადოქტორო საფეხურის კვლევებში მონაწილეობა:
- ელექტრონული სასწავლო პლატფორმის როლი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში (ანა მშვილდაძე/ეკა შავერდაშვილი);
- ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარება მხატვრული ტექსტის გამოყენებით (ფატი რამიშვილი / ეკა შავერდაშვილი);
- ღირებულებითი განათლების როლი ისტორიულ ჭრილში (თამარ მოსიაშვილი/ეკა შავერდაშვილი);
- დისკუსია, როგორც ენის ათვისებისა და ღირებულებითი განათლების სწავლების მეთოდი (მაგდა გოგრიჭიანი/ეკა შავერდაშვილი)
- სწავლების შებრუნებული მეთოდი. შესაძლებლობების გამოვლენა ინგლისური ენის სწავლების მაგალითზე (ნინო ჩხიკვაძე/ეკა შავერდაშვილი და მაია როგავა);
- უცხოური ენების მასწავლებელთა დარგობრივი ენის სასწავლო მასალების ემპირიული კვლევა და ახალი კონცეფციის შემუშავება (მეგი გვასალია/ეკა შავერდაშვილი);
- შემსწავლელის ავტონომია პროექტზე ორიენტირებული სწავლებით უცხოური ენის გაკვეთილზე (თამარ კაჭახიძე/ეკა შავერდაშვილი);
- ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარება ინგლისურენოვანი ტექსტების დახმარებით (ნინო ჩაჩანიძე/ეკა შავერდაშვილი);
- ფილმი, როგორც ენის ადრეულ ასაკში ათვისების სასწავლო რესურსი (ბელა შალამბერიძე/ეკა შავერდაშვილი);
- პედაგოგიური დღიური, როგორც მასწავლებლის თვითევალუაციის საშუალება (ეკა ტყავაშვილი/ეკა შავერდაშვილი);
- ქართულის როგორც მეორე ენის სასწავლო ონლაინ-მასალების კვლევა და ახალი კონცეფციის შემუშავება ემიგრატი ბავშვებისათვის (მარიკა სიხარულიძე/ეკა შავერდაშვილი);
- ინგლისური ენის სწავლების როლი მოსწავლეთა ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარებაში (თამარ გოგოჭური/დავით მალაზონია);
- ტექსტზე მუშაობის ტექნოლოგიები მოზარდების ღირებულებითი სისტემის ფორმირებისთვის (ნინო ლომიძე/თამარ ტალიაშვილი)