სიახლე

პროფესორ პეტერ ვარგას სემინარი თემაზე ,,თეატრის პედაგოგიკა და როლური თამაში. ფსიქოდრამა და ფსიქოდრამატურგია საკლასო ოთახში”. Titel der Veranstaltung: Spielen im Konzept einer ganzheitlichen Pädagogik: Theaterpädagogisches Rollenspiel, Psychodrama und Psychodramaturgie im Unterricht

„ახალი სკოლის” მოდელის პრეზენტაცია და დისკუსია

?10 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტთან, რომელმაც წარმოადგინა „ახალი სკოლის“ მოდელი.

პრეზენტაციაზე მოხსენებებით წარდგნენ:

  • ნიკოლოზ სილაგაძე – „რა არის ახალი ახალი სკოლის მოდელში“;
  • თამარ ჯაყელი – „ახალი სკოლის მოდელი და კონსტრუქტივისტული პედაგოგიკა“;
  • სანდრო ასათიანი – „ტექნოლოგიები, როგორც ინსტრუმენტი სწავლა-სწავლების პროცესში“;
  • ია აფთარაშვილი – „მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება“’.

?მოდელის ავტორთა აზრით, „ახალი სკოლის“ მოდელი, როგორც განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ნაწილი, ეფუძნება მოსწავლეზე ორიენტირებულ, კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებს და ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, სკოლების ავტონომიურობის ხარისხის გაზრდას.

?საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა მოდელის დანერგვის დასაბუთებას, თეორიულ ჩარჩოსა და, ასევე, მიმდინარე კვლევის დიზაინს.

?შეხვედრას, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია, დაესწრნენ უნივერსიტეტის პედაგოგები, სტუდენტები, მასწავლებლები, განათლების მკვლევრები და სხვა დაინტერესებული პირები.

?დისკუსია შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, იყო რადგან მონაწილეებმა დასვეს კრიტიკული კითხვები ,,ახალი სკოლის“ მოდელთან დაკავშირებით.

❗️ ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი 2020 წელს გააგრძელებს შეხვედრებს აქტუალურ საკითხებზე განათლების სისტემით დაინტერესებული პირებისთვის.

შეხვედრა ჩატარდა 10 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, G 106 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5).

            
Facebook