საერთაშორისო კონფერენცია “ელემენტთა უსასრულო მრავალფეროვნება”: ბუნების, ენებისა და კულტურათა კვლევის ჰუმბოლდტიანური გზები”

31 ოქტომბერს -2 ნოემბერს საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბმა გამართა წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენცია Humboldt-Kolleg 2019. ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი (Alexander von Humboldt-Stiftung), რომლის დაფინანსებითაც ტარდება კონფერენცია, უმსხვილესი სამეცნიერო ფონდია გერმანიასა და მთელს ევროპაში.

კონფერენციაში საქართველოს გარდა, მონაწილეობდნენ როგორც სამხრეთ კავკასიის (აზერბაიჯანი, სომხეთი), ასევე შავი ზღვის აუზის (ბულგარეთი, თურქეთი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა) რეგიონების ყველა ქვეყნის წარმომადგენლები. ასევე დასავლეთ ევროპის (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი), სამხრეთ ევროპისა (საბერძნეთი, სერბია) და აზიის (იაპონია, ინდოეთი) წარმომადგენლები (სულ 85 მონაწილე 15 ქვეყბიდან).

კონფერენცია მიეძღვნა ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის დაბადებიდან 250-ე წლის იუბილეს.(იხ. https://humboldt-kolleg.com/Humboldt-Kolleg%20TBILISI_2019.pdf )

კონფერენციაში წარდგენილი იქნა მოხსენება ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრიდან თემაზე “ღირებულებითი განათლება და სკოლის განვითარება”, რომელ თემაზეც ბოლო წლებია მუშაობენ ეკატერინე შავერდაშვილი და თამარ მოსიაშვილი (იხ. https://prezi.com/hoipsqyrwpcc/edit/#37_95982358)