ფრეირე და კრიტიკული პედაგოგიკა

ინოვაციური განათლების კვლევითმა ცენტრმა დაიწყო შეხვედრების ციკლი “დისკუსიები  საგანმანათლებლო პოლიტიკაზე“, რომლის ფარგლებშიც ცენტრი სისტემატურად გამართავს დისკუსიებს საგანმანათლებლო პოლიტიკაზე.

დისკუსიების ციკლი დაიწყო იმ ახალგაზრდა სპეციალისტებთან შეხვედრით, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები განათლების მეცნიერებების მიმართულებით. შეხვედრის მიზანი იყო მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საზოგადოებისთვის გაზიარება და ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკაში მათი ჩართვა.

პირველი ასეთი შეხვედრა ჩატარდა 13 თებერვალს და მიეძღვნა თემას „ ფრეირე და კრიტიკული პედაგოგიკა“. 

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო კრიტიკულ პედაგოგიკას, როგორც განათლების ფილოსოფიის თეორიული საფუძვლებისა და მისი მთავარი ღირებულებების განხილვას.  მთავარი აქცენტები გაკეთდა იმაზე, რატომ არის განათლება პოლიტიკური აქტი და როგორ არის ძალაუფლებრივი დინამიკა წარმოდგენილი სასწავლო სივრცეში. შეხვედრის მეორე ნაწილი კი მიეძღვნა კრიტიკული პედაგოგიკის სასკოლო კურიკულუმში და სწავლა-სწავლების პროცესში დანერგვის გზებს (ძირითადი მომხსენებელი მარი გაბუნია).

შეხვედრაზე გამოთქვა ბევრი საინტერესო მოსაზრება კრიტიკულ პედაგოგიკასა და ქართულ საგანმანათლებო სივრცეში მის დანერგვასთან დაკავშირებით.

ადგილი:         ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, E 207 (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5. ვაკის პარკის წინ)

თემის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ: http://ierc.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/unnamed-file.pdf