ონლაინ სემინარი ღირებულებით განათლებაზე

ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი სთავაზობს გერმანული ენის მასწავლებლებს სემინარს თემაზე:

ღირებულებითი განათლება გერმანული ენის გაკვეთილზე.

სემინარზე წარმოდგენილი იქნება ღირებულებითი განათლების ავსტრიული მოდელი VaKE (Values and Knowledge Education), რომლის სასწავლო პროცესში გამოყენება შესაძლებელს ხდის მოსწავლეებში საგნის ცოდნის მიღებასთან ერთად ღირებულებების განვითარებას.

13 და 20 მარტს სემინარი ჩატარდება ონლაინ ფორმატში, ხოლო 13-დან 20 მარტამდე შუალედში მასწავლებლები იმუშავებენ დამოუკიდებლად (საჭიროების შემთხვევაში: ჩატარდება ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები).

სემინარს წარუძღვებიან მაგდა გოგრიჭიანი, ეკატერინე შავერდაშვილი და  VaKE-მოდელის ავტორი ჟან-ლუკ პატრი.
სემინარი ჩატარდება გერმანულ ენაზე (ენობრივი კომპეტენცია არანაკლებ B 2 დონისა).

სემინარზე მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: t.ly/n1av
შეხვედრის ბმულს მიიღებთ სემინარის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე.

https://www.facebook.com/101862014640834/photos/a.167339411426427/269050637921970