ხარისხიანი ადრეული განათლება

ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი გთავაზობთ სემინარს თემაზე:
„ხარისხიანი ადრეული განათლება“.
სემინარზე განხილული იქნება შემდეგი ძირითადი საკითხები:
• რატომ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ადრეული განათლება ბავშვის განვითარებისთვის ?
• რას ნიშნავს ხარისხიანი ადრეული განათლება და როგორი უნდა იყოს „კარგი ბაღი“?

სემინარს წარუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადრეული განათლების ცენტრის სპეციალისტები ლიკა ქურციკიძე და ნათია კუხალეიშვილი.
სემინარში მონაწილეობა შეუძლია საბავშვო ბაღის მასწავლებლებს, ადრეული განათლების სპეციალისტებს, მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირს.
სემინარი გაიმართება 21 დეკემბერს, 14 :00 – 15:30 საათებში ონლაინ, ZOOM -ის პლატფორმაზე.
სემინარზე მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: t.ly/4KTQ.
შეხვედრის ბმულს მიიღებთ სემინარის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე.