🔵10 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტთან, რომელმაც წარმოადგინა „ახალი სკოლის“ მოდელი.
პრეზენტაციაზე მოხსენებებით წარდგნენ:
- ნიკოლოზ სილაგაძე – „რა არის ახალი ახალი სკოლის მოდელში“;
- თამარ ჯაყელი – „ახალი სკოლის მოდელი და კონსტრუქტივისტული პედაგოგიკა“;
- სანდრო ასათიანი – „ტექნოლოგიები, როგორც ინსტრუმენტი სწავლა-სწავლების პროცესში“;
- ია აფთარაშვილი – „მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება“’.
📖მოდელის ავტორთა აზრით, „ახალი სკოლის“ მოდელი, როგორც განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ნაწილი, ეფუძნება მოსწავლეზე ორიენტირებულ, კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებს და ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, სკოლების ავტონომიურობის ხარისხის გაზრდას.
🔔საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა მოდელის დანერგვის დასაბუთებას, თეორიულ ჩარჩოსა და, ასევე, მიმდინარე კვლევის დიზაინს.
🔶შეხვედრას, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია, დაესწრნენ უნივერსიტეტის პედაგოგები, სტუდენტები, მასწავლებლები, განათლების მკვლევრები და სხვა დაინტერესებული პირები.
🔻დისკუსია შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, იყო რადგან მონაწილეებმა დასვეს კრიტიკული კითხვები ,,ახალი სკოლის“ მოდელთან დაკავშირებით.
❗️ ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი 2020 წელს გააგრძელებს შეხვედრებს აქტუალურ საკითხებზე განათლების სისტემით დაინტერესებული პირებისთვის.
შეხვედრა ჩატარდა 10 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, G 106 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5).





























